სარეკლამო მასალა
GHGA თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ®️
,,საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" (GHGA) თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი, რომელიც მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაიხსნა, ამ ეტაპისთვის სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ინტენსიურად მიმდინარეობს თხილის გარჩევის, შრობის და დასაწყობების პროცესი. ამასთან ასოციაციამ ფერმერებს გადასცა ჯვალოს (ჯუთის) ტომრები, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლის გაფუჭების რისკს ტრანსპორტირებისა და შენახვის ეტაპებზე. ცენტრში მოქმედებს თანამედროვე ლაბორატორია, სადაც მიღებულ პროდუქტს მაქსიმალურად ზუსტი ანალიზი უტარდება და დგინდება მისი ხარისხი. ცენტრის მომსახურებით ამ დროისათვის რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა ფერმერმა ისარგებლა.



GHGA თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი, სტანდარტების სრული დაცვით, სეზონზე 1000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას  უზრუნველყოფს.

ცენტრი შეიქმნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს, „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით.
Print