არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის დელეგაციას შეხვდა ®️
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრებზე პრეზიდენტობის კანდიდატი დელეგაციის წევრებსა და ფონდის წარმომადგენლებს საარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა და თავისი ხედვები გააცნო.

"შეხვედრებზე ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტებზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Print