სარეკლამო მასალა
ინგირში გადამუშავებული თხილი ევროპის ბაზარზე (ვიდეო)
სოფელ ინგირში თხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ჯეო ნათსი“ გასულ წელს ამოქმედდა. ის თანადაფინანსებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 1 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 779,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

გასულ წელს აქ 2 ათასი ტონა ნედლეული გადაამუშავეს და მთლიანად ევროპის ბაზარზე გაიტანეს. ნედლეულს კი, როგორც საკუთარი პლანტაციებიდან ასევე, 3000 ათასამდე ადგილობრივი ფერმერისგან იღებენ.

ვიდეო სიუჟეტი მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ასოციაცია “ათინათთან” თანამშრომლობით.
Print