სარეკლამო მასალა
„ავტოტესტცენტრი“: ტექნიკური ინსპექტირების გაუქმება ან გადავადება არ იგეგმება(ფოტო/ვიდეო) ®️
ზუგდიდში, ჭითაწყარში არსებული ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში მოქალაქეებს ტექდათვალიერების დროულად გავლისკენ მოუწოდებენ.
შპს  „ავტოტესტცენტრის“ დირექტორის ზურაბ ჯღარკავას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ავტო ინსპექტირება შეიძლება შეჩერდეს ან გადავადდეს.
ჯღარკავა ამბობს, რომ ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუქმება  არ იგეგმება.

„ათობით ადამიანმა მომმართა. აინტერესებთ  გადავადდება, თუ უქმდება ავტომობილების ტექნიკური, პერიოდული ინსპექტირება. რეგიონის მოსახლეობას მინდა მივმართო, ავტომანქანების პერიოდული ტექნიკური დათვალიერების არც შეჩერება და არც გადავადება არ იგეგმება. პირიქით ავტომფლობელებს მივმართავ, რომ ტექდათვალიერება ვადების შესაბამისად გაიარონ, რათა შემდეგ არ მოხდეს ყველა ავტომობილის ერთდროულად შეგროვება ტესტირების ცენტრთან“,- აღნიშნა მან.

ყოველდღიურად „ავტოტესტცენტრი" 80-მდე ავტომობილს იღებს. ცენტრში მსუბუქი მანქანების, სატვირთო-სპეციალიზებული  და ავტობუსის ტიპის ტრანსპორტის ტექდათვალიერებაა შესაძლებელი.
ცენტრი მომხმარებელს ყოველდღე, 09:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო კვირას 09:15-დან 15:00 საათამდე ემსახურება.

ცენტრი გერმანული „ბოშის“ ფირმის დანადგარებით ფუნქციონირებს, რომლებიც შესაბამისი ნორმებითაა დაკალიბრებული და უტყუარ ინფორმაციას იძლევა.

ამავე თემაზე: 

„ავტოტესტცენტრი“ - კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისთვის



Print