სარეკლამო მასალა
აუქციონი თხილის შეძენაზე მომავალი კვირიდან დაიწყება ®️
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის. შემდეგი კვირიდან, წინასწარ განსაზღვრულ დღეებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე 12- დან 3 საათამდე ექსპორტიორები და ქარხნები თხილის შესყიდვის ონლაინ პროცესში ჩაერთვებიან.

ასოციაცია პროექტს კოორდინირებას ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე გაუწევს. პოექტის მიზანი, ფერმერებისთვის ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებაა -შემსყიდველისთვის კი, საუკეთესო თხილის ორგანიზებულად მიწოდება.


ასოციაცია ფერმერებს თხილის რეალიზებაში ამ დრომდეც ეხმარებოდა, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ქარხნებთან და შემსყიდველებთან, თუმცა ახლა უკვე თხილის რეალიზების პროექტი თავისი წესებითა და პირობებით ამოქმედდება. ასოციაცია ყოველდღიურად შეაგროვებს მეთხილე ფერმირებისგან აუქციონზე გასატან თხილს, გაყიდული თხილის ღირებულების 100 % სრულად გადაეცემა ფერმერს.



პირველ ეტაპზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელები ფერმერთა ლიდერებს და ქარხნების წარმომადგენლებს შეხვდნენ, გააცნეს პირობები და მათთან ხელშეკრულებები დადეს. აუქციონი პერიოდულად გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველა ქარხანას და ფერმერს შეუძლია.
Print