სარეკლამო მასალა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ 1200 ოჯახს წამლობის ხარჯები დაუფინანსა
საქართველოს თხილის წმარმოებელთა ასოციაციამ კომპანია FERRERO - ს („ფერერო“) მხარდაჭერით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 1200 ოჯახს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის გაწეული ხარჯები დაუფინანსა.

პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ ფერმერებს, თხილის ბაღების მოცულობისა და ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობების მიხედვით, გადაეცათ წამლობის დროს გამოყენებული პრეპარატებისა და სხვა საშუალებების ღირებულების ოდენობის თანხა.

პროგრამაში მონაწილეობდნენ ასოციაციის წევრი ფერმერები ზუგდიდის (სოფ. კოკი, სოფ. ორსანტია) და წალენჯიხის (სოფ.ობუჯი, სოფ.ნაკიფუ) მუნიციპალიტეტებიდან.
Print