სარეკლამო მასალა
წალენჯიხაში მიუსაფარ ძაღლს სახლი დაუდგეს (ვიდეო)
წალენჯიხაში „ლაზიკა კაპიტალის“ თანამშრომლებმა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც მათი ოფისის მიმდებარედ ერთი წელია ცხოვრობს,  ხის სახლი დაუდგეს. მანამდე ის მუყაოს ყუთში იწვა. „ლაზიკა კაპიტალის“ წალენჯიხის ფილიალის მენეჯერი დავით ჯოჯუა ამბობს, რომ ძაღლს განსაკუთრებული ყურადღებას მას შემდეგ მიაქციეს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და გადაადგილება გაუჭირდა. მას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებმა „ლაიკა“ შეარქვეს.

„ვფიქრობთ, რომ „ლაიკას“ ეს სახლი  სუსხიან ზამთარს თბილად  გადაატანინებს. ასევე, ვზრუნავთ მის ვეტერინარულ მომსახურებაზე. სამწუხაროდ, წალენჯიხაში არ არის ცხოველთა თავშესაფარი და ჩვენ ასეთი  ფორმით ვეცადეთ მისთვის შეგვემსუბუქებინა ყოფა, - ამბობს დავით ჯოჯუა.

მისივე თქმით, „ლაიკას“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომხმარებლებიც დაუმეგობრდნენ და მასთან საკვებიც ხშირად მოაქვთ.

„იყო შემთხვევა, როდესაც ერთხელ მთელი დღით დაიკარგა.  მოქალაქეები ჩვენთან შემოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ მის ადგილსამყოფელს. მასზე მოსახლეობა უფრო შაბთ-კვირას ზრუნავს, როცა ჩვენ არ ვართ“, - ამბობს ის.

„ლაზიკა კაპიტალი“ სხვა ორგანიზაციებსაც მოუწოდებს, რომ ჩაერთონ მსგავს აქტივობებში, რადგან რეგიონში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და თავშესაფრის არ არსებობის გამო მათი ყოფა მძიმეა.

10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.



Print