სარეკლამო მასალა
მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე: სოხუმისკენ მიმავალ გზაზე პირველი გაჩერება უნდა იყოს ანაკლია
ანაკლიის პორტის პროექტის და ქალაქ ანაკლიის შემდგომ ბედზე საუბრისას, პოლიტიკური მოძრაობის „ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რაც გულისხმობს, საკმაოდ სერიოზულ ინფრასტრუქტურას და სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვას, რამაც შეიძლება შეცვალოს ქვეყნის გეოსტრატეგიულ მდგომარეობა. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მთავარი კონტექსტი, გარდა რეგიონის საერთაშორისო ჰაბად ქცევისა, იყო ის, რომ ანაკლია, უნდა უნდა ქცეულიყო პირველ გაჩერებად სოხუმისკენ მიმავალ გზაზე.

„ეს არის საწყისი წერტილი, სადაც შენ ხდები საერთაშორისო მოთამაშე და ანაკლიაში იკვეთება ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესი, სატრანსპორტო ფინანსური, ამას ემატება უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტებიც, ყველაფერი ეს ქმნის ძალიან სერიოზულ მიზიდულობის წერტილს აფხაზებისთვის“, - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა.

მისი თქმით, პროექტი აუცილებლად დამთავრდება და ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, პორტის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არაა ლოკალური პროექტი. რადგან, საქართველოს მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს, „ანაკლიას თვლიან „კავკასიის კარიბჭედ მსოფლიოში“.

Print