სარეკლამო მასალა
GHGA ახლად გაწევრიანებულ 5000 მდე ფერმერულ ოჯახს შესაწამლ აპარატებს გადასცემს
თხილის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ დაიწყო მიმდინარე ახლად ჩამოყალიბებული ფერმერთა სამუშაო ჯგუფებისათვის მაღალეფექტური შესაწამლი აპარატების გადაცემა რომლებიც შეიძინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

ასოციაცია ფერმერების უმრავლესობას შესაწამლ აპარატებს ადგილზე მიაწვდის.

2020 წელს ასოციაციაში დამატებით გაწევრიანდა 5000 ზე მეტი ფერმერი და აქტიურად ჩაერთო თხილის გადარჩენის პროგრამაში, ასევე უწყვეტად მიმდინარეობს ახალი წევრების მიღება და ჯგუფების ჩამოყალიბება.

ამჟამად ასოციაციაში გაერთიანებულია 20 862 თხილის მწარმოებელი ფერმერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათი თხილის ბაღების საერთო ფართობი კი შეადგენს 25 000 ჰა_ზე მეტს.

თხილის კულტურაში აგროკალენდარული გეგმის მიხედვით განსაზღვრული წამლობების დროულად და სწორად ჩატარება აუცილებელია რათა მივიღოთ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მოსავალი.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარებისა აგრძელებს „თხილის გადარჩენის პროგრამას“. ასოციაციის წევრი ფერმერები დისტანციურად იღებენ სერვისებს და მომსახურებას.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფერმერთა მომსახურების ცენტრები უზრუნველყოფენ პესტიციდების, სასუქების და ქიმიური დაცვის საშუალებების ადგილზე მიწოდებას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მხარდაჭერით.

ასოციაცია მოუწოდებს თითოეულ ფერმერს დაიცვან COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი წესები და გაითვალისწინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.
Print