სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერიამ სააღდგომოდ 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სააღდგომოდ, 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა.
 სასურსათო კალათა მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, ასევე მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს გადაეცათ.
პროდუქტების გადაცემის პროცესს მონიტორინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია უწევენ.

სასურსათო კალათა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს.

ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები და მოხალისეები სახლებში მიუტანენ.
Print