სარეკლამო მასალა
გიორგი შენგელიამ და კონსტანტინე კაკავამ სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ცაცხვსა და ჩხორიაში მდებარე საკონტროლო პუნქტებზე იმყოფებოდნენ და სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცეს. გიორგი შენგელიამ საკონტროლო პუნქტებზე მყოფ სამხედროებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის დგანან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ყველა სამხედროს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მადლობა მათ ღირსეული სამსახურისთვის,“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა.

30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
Print