სარეკლამო მასალა
წელს პირველად ზუგდიდის მერია 1 მცირეწლოვანს სასმენ აპარატს შეუძენს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, 1 მცირეწლოვანს სასმენი აპარატის შეძენა 15 000 ლარით დაუფინანსა. აღნიშნული პროგრამა, მუნიციპალიტეტის მერიას წელს დაემატა.

კომისიამ სხდომაზე 10 მოქალაქის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, 3 მოქალაქეს კომპიუტერული გამოკვლევები დაუფინანსდა, 4-მა მოქალაქემ კი ოპერაციის თანადაფინანსება მიიღო.  გარდა ამისა, ბცდ/დაუნი /სხვა პარალიზური სინდრომი/ განვითარების ეტაპების დაყოვნების მკურნალობის საფასურს 1 მოქალაქეს დაუფარავენ, სმენის აპარატი შეუძინეს 1 მოქალაქეს.

სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად 19 022 ლარი დაიხარჯა.
Print