სარეკლამო მასალა
ზუგდიდში სოხუმის ქუჩა 4 დღით დაიკეტება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი - სენაკი - ლესელიძის სოხუმის ქუჩის მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით გზის სარეაბილიტაციო სამუშოების გამო შეიზღუდება.
კერძოდ, სოხუმისა და წერეთლის ქუჩის კვეთიდან, სოხუმისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე, 14-დან 17 ივლისის ჩათვლით, გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.
Print