სარეკლამო მასალა
ხელისუფლების წარმომადგენლები ჩხოროწყუში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, მოადგილეებთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილითან ერთად ჩხოროწყუში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჩხოროწყუში, სოფელ ახუთში, (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კმ. მანძილზე ბეტონის საფარით რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს შეადგენს.
ასევე პროექტის ფარგლებში მდინარე ზანაზე ეწყობა ნაპირსამაგრი ჯებირები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ქალაქ ჩხოროწყუში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 213 443 ლარს შეადგენს.
Print