სარეკლამო მასალა
CHCA-მ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტი და ავეჯი გადასცა (ფოტო/ვიდეო)
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ჯანაშიას ქუჩაზე, ყოფილი სკოლის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი გადასცეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნუკრი მილორავას განმარტებით, პროექტის "COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში" ფარგლებში ამ ეტაპზე მსგავსი სახის დახმარება 100-მდე კოლექტიურ ჩასახლებაში მცხოვრებ, დაახლოებით, 400-მდე შეჭირვებულ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, როგორც ნუკრი მილორავამ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომელშიც 500-მდე ოჯახი იყო ჩართული, მათ შორის კი 4 სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის ადამიანი, რის შედეგადაც რამდენიმე მიმართულებით საჭიროებების გამოვლენა გახდა შესაძლებელი.
"აქ ცხოვრობს ოცდაათამდე დევნილი ოჯახი. ეს შენობა არის ერთ-ერთი მათ შორის, რომელიც არ არის პრივატიზებული და არის საცხოვრებლად უვარგისი. ადამიანები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, მათ არ აქვთ მოწესრიგებული სველი წერტილები, არ აქვთ საკმარისი საცხოვრებელი ფართი, არ არიან უზრუნველყოფილი იზოლირებული ტერიტორიით, რაც კოვიდთან მიმართებაში ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ჩვენი პროექტი საქართველოს 100 კოლექტიურ დასახლებაში ემსახურება კორონავირუსის პრევენციასა და მოსახლეობის დაცვას. ამ მიზნით ჩავატარეთ ოჯახების განსაკუთრებული საჭიროებების კვლევა. ჩვენს პარტნიორთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ამ კვლევაზე მორგებული, ორგანული დახმარების ორგანიზება უზრუნველვყავით. სწორედ ახლა, არის ის ფაზა, როდესაც ჩვენ დაახლოებით 400-მდე ოჯახს მივაწვდით პირველადი კვების პროდუქტებს. დავურიგებთ მათ პირველადი მოხმარების საგნებს, ნივთებსა და ავეჯს. გარდა ამისა, 70-მდე მოხუცი შინ მოვლის სერვისს მიიღებს, მივაწვდით სერვისს და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა კოვიდის პერიოდში არ იზარალონ და შეხვდნენ მომზადებულები", - ამბობს ნუკრი მილორავა.

პროექტის COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში” - ცენტრი "აფხაზეთი" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს.

პროექტში ჩართულია დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი. მათ შორის 50 ცენტრი სამეგრელოდან და 25-25 იმერეთიდან და შიდა ქართლიდან.
Print