სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუს მერმა "მშვიდობისა და განვითარების აკადემიის" ხელმძღვანელს მადლობის სიგელი გადასცა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ "მშვიდობისა და განვითარების აკადემიის" აღმასრულებელ დირექტორს მაკა სართანიას COVID19 -ის პანდემიის პერიოდში მერიის აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, კერძოდ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების და ხანდაზმულების უანგარო დახმარებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

მაკა სართანიას ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის "გააძლიერე ცვლილებებისთვის", რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას. ასევე "მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ დანიურ ორგანიზაცია "Crossing Borders" -თან ერთად ფონდი CISU-ს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "მშვიდობის ახალგაზრდა ელჩები", რომელიც გულისხმობს მშვიდობის აღმშენებლობას, არაძალადობრივი კომუნიკაციის, აქტიური მოქალაქეობის უნარების გაძლიერებას ახალგაზრდებში.
Print