სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა დღეს სოფელ ახუთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
მეორე ახუთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით 3 კილომეტრზე ხორციელდება. პროექტი მდინარე ოჩხომურსა და ზანაზე ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 2 900 088 ლარით ფინანსდება. პროექტი გარდამავალია და 2021 წლის ნოემბერში დასრულდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გზის ბეტონის საფარით სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ასევე სოფელ კირცხში.
Print