სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ მტკიცედ მივდივართ დემოკრატიული ღირებულებების გზაზე
'ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. ახალგაზრდებთან საუბარი ირაკლი ჩიქოვანმა მილოცვით დაიწყო და იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც დღეს სტუდენტის სტატუსი მიიღეს - ეს დღე მიულოცა.

,,პირველ რიგში მინდა თქვენთან ერთად, ყველა ზუგდიდელს და მთლიანად საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს, რომელიც დღეს გახდა სტუდენტი მივულოცო სტუდენტობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და მათ მინდა ვუსურვო წარმატება! რა თქმა უნდა ეს ცხოვრება გამოწვებებით სავსე იქნება მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ გამოწვევებს ისინი დაძლევენ ძალიან ღირსეულად.“


ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალგაზრდების როლზე გაამახვილა ყურადღება:


,,დღეს, 31 აგვისტოა და ჩვენს ქვეყანაში უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს საარჩევნო კამპანია, ხვალიდან უკვე შევდივართ კამპანიურ რეჟიმში და მე პირველი ღია ოფიციალური შეხვედრა მაქვს ახალგაზრდებთან, თქვენთან ზუგდიდელებთან! რატომ მაინც ახალგაზრდები? იმიტომ რომ თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნისთვის პროგრესი, თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სრულად ევროპული და დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ სამყაროში და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ეს მისია თქვენ გაკისრიათ ჩვენთან ერთად. წარმოუდგენელია ისეთი საზოგადოება, რომელშიც არის დახლეჩილობა, რომელშიც საზოგადოება იყოფა და მითუმეტეს, როდესაც საზოგადოება არის დაყოფილი ახალგაზრდებს შორის.


არა! ჩვენ გვჭირდება ჩვენი უფროსი თაობის გამოცდილებაზე დაყრდნობილი ახალი იდეები, რომლის გენერატორებიც თქვენ უნდა იყოთ, რომლის მოწინავეები წინ წამწევები უნდა იყოთ თქვენ, ზუსტად ამიტომ დღეს მე მაქ ახალგაზრდობასთან შეხვედრა, მე მექნება გარკვეული პოლიტიკური გზავნილები რომელთა შესახებ ჩვენ აქ ვისაუბრებთ ამ საღამოს.


მინდა ასევე გითხრათ რომ მე არ მექნება საუბარი იმაზე თუ რა არის პოლიტიკაში კარგი, რას ვთავაზობ მე ზუგდიდელებს, ასევე ამავდროულად მე მექნება საუბარი იმის თაობაზე თუ რა არის პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა რომელსაც მე ირაკლი ჩიქოვანი ვიღებ თქვენს წინაშე პოლიტიკურ გუნდთან "ქართულ ოცნებასთან" ერთად. პასუხისმგებლობა, რომელიც გაკისრიათ თქვენ ახალგაზრდებს, უნდა უზრუნველყოთ და უნდა შექმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც პოლიტიკოსები სრულად იქნებიან ანგარიშვალდებულები თქვენს წინაშე და სადაც პოლიტიკოსებს ნამდვილად ეცოდინებათ, რომ მათ პასუხს მოსთხოვს საკუთარი საზოგადოება.


ზუსტად ასეთი საზოგადოების მშენებლობაში ვართ ჩვენ, ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია,მაგრამ ნამდვილად მტკიცედ მივდივართ დემოკრატიული ღირებულებების გზაზე“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


მან ახალგაზრდებს მოუწოდა აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ თავიანთ რჩეულ კანდიდატს: ,,ვისაც არ უნდა უჭერდეთ მხარს აუცილებლად მიდით არჩევნებზე იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდობა ყველაზე ნაკლებად არის დაინტერესებული პოლიტიკით, ეს ასე არ შეიძლება ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ რომლის ისტორიაში ახალგაზრდებს ყოველთვის გადამწყვეტი როლი უთამაშიათ.


ჩემი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა იმ დანაპირებთან ერთად რომელსაც პოლიტიკური გუნდი ,,ქართული ოცნება“ განახორციელებს იქნება ის, რომ ჩვენი ქალაქი გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი , თითოეულ ჩვენგანს შეეძლოს საკუთარი თავის რეალიზება ჩვენს ქალაქში და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ბოლო წლებში არსებული დინამიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ ერთი თითით საჩვენებელი მოწესრიგებული მუნიციპალიტეტი“ - განაცხადა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
Print