სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებეთან შედარებით 81%-ით მეტი თხილია ექსპორტირებული
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები კორცხელისა და ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

,,ულამაზეს სოფელ კორცხელში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გავაცანი. მოსახლეობა თხილის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრა. წელს კორცხელში, ისევე, როგორც მთელ სამეგრელოში, კარგი მოსავალია, რაც მთავრობის, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფერმერების ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამ დროისთვის, საქართველოდან 1797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით აღემატება. თხილი ჩვენი მოსახლეობისთვის უმთავრესი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. წელს ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს",- ამბობს ჩიქოვანი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაშის მოსახლეობასთან შეხვედრისას კი აღნიშნა, რომ სოფელში საავტომობილო გზის პროექტი განხორციელდა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.


Print