სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. გზები რეაბილიტირდება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:

· ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში - ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;

· კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში - წმინდა ნინოს ქუჩაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი;

· რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში - რუხისა და ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;

· ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი;

· კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში - გუგუჩიას ქუჩაზე (საგუგუჩიოს უბანი).

ზუგდიდში წლის ბოლომდე 60-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. გზა რეაბილიტირდება, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში.

2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.
Print