სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში, გარახას უბნის და ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვედა. შეხვედრები ასევე გაიმართა სოფელ ლესიჭინეში რუსთაველის უბნის, ნაკიანის, ხაბუმესა და მეორე ჭოღას მოსახლეობასთანაც.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„აღსანიშნავია, რომ ჩხოროწყუში გაზიფიკაციის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. აშენდა 86 მეტრი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური. შედეგად, 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. პროექტი ქალაქის სრულ გაზიფიცირებას ითვალისწინებს .ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. ასევე, "გარახაში" რეაბილიტირდა 2 კმ და 500-მ საავტომობილო გზა. აღნიშნულ უბანში სკოლამდელი ახალგაზრდები მეორე წელია ახალ საბავშვო ბაღში დადიან. აგრეთვე, მეორე ჭოღაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა #1 საჯარო სკოლას. მოეწყო პირველი და მეორე ჭოღას დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი გზა. სოფელ ლესიჭინეში კი რუსთაველის უბანში განხორციელდა ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით. ასევე, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩებზე მოეწყო სკვერები და რეაბილიტირდა კორპუსების გარე ფასადები“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
Print