სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა, ასევე ქალაქის სამუსიკო სკოლა. სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი ახორციელებს. დეზინფექცია ჩაუტარდა სასკოლო ტრანსპორტს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები.


Print