სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, ბანძაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ სოფელში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო ბანძა-ვედიდკარი-მუხურჩის დამაკავშირებელი გზა. სოფელში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
ბანძაში გამართული შეხვედრის შემდეგ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ონოღიაში გურანდა გაბუნიას ოჯახს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფელ ონოღიაშიც ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
Print