ქართული ოცნების ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახდენს									
			
		
						
			
			
			
								,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის  ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, ზუგდიდში ველოგასეირნება  გაიმართა,  
რომელშიც ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.  ველოგასეირნების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის  ოთარ ქადარიას განცხადებით, მსგავსი აქციების ჩატარება პერმანენტულად იგეგმება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები