სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

„ექიმები და სამედიცინო პერსონალი დღეს ერთგვარ ფრონტის ხაზზე დგანან და ებრძვიან უხილავ მტერს. ექიმები ყოველთვის იყვნენ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში, მაგრამ პანდემიის დროს თითოეულმა მოქალაქემ ნათლად დაინახა და დააფასა ქართველი ექიმების როლი და დაუღალავი შრომა. ფასდაუდებელია სამედიცინო პერსონალის წვლილი საქართველოს წარმატებაში კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით. მჯერა, კვლავ ეფექტური იქნება სახელმწიფო უწყებებისა და ჩვენი მედიკოსების კოორდინირებული მუშაობა. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით ჩვენს სახელმწიფოს პანდემიამდეც მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი და სხვ. პროექტები წარმატებულად ხორციელდება სახელმწიფოს და სამედიცინო სექტორის ძალისხმევით“. - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრის მონაწილეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრეს.
Print