სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის და მუჟავის ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრებლებთან. 

"ადგილობრივებთან  გუბერნატორობის პერიოდიდან  უშუალო კომუნიკაცია მაქვს, ვიცი მათი საჭიროებები და პრიორიტეტები. აქ ბევრი ისეთი პრობლემა მოგვარდა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, მუშაობა ახლაც ინტენსიურად  მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული  და ადგილობრივი მოსახლეობის  საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯვარში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, შეკეთდა კორპუსების  ფასადები, რეაბილიტირდა ჯვარი-ოჭანეს საავტომობილო გზა, აშენდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა, საექიმო ამბულატორია, მუჟავაში 12-კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაციაც დასრულდა.
Print