სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ეწერის უბანში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გზა ავარიული იყო და მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 1 680 000 ლარით ფინანსდება. სოფელ ხაბუმეში ასფალტირებული გზის დაგება მიმდინარეობს ასევე ჟუღუსა და კალინინის უბნებში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე 70 კილომეტრი გზა რეაბილიტირდა.
Print