სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას ნარაზენსა და შამადელაში შეხვდა
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრები მოსახლეობასთან დღეიდან განსაკუთრებული რეჟიმით ჩატარება, ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება პირბადით, რათა მაქსიმალურად მოხდეს დაცვა პანდემიისგან.

დღეს შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ ნარაზენსა და შამადელაში გამართა.

,,ნარაზენი ერთ-ერთი ულამაზესი და ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული. ვასრულებთ ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელ გზას, ასევე, დავიწყებთ საგრგრიგოლიოს გზის რეაბილიტაციას. ამავე სოფელში ფონდმა „ქართუმ“ ხარების სამონასტრო კომპლექსი ააშენა, რომელიც ახალ ხიბლს სძენს ამ ულამაზეს სოფელს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნარაზენის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას შამადელაში შეხვდა. წლების განმავლობაში სოფელს უგზოობის პრობლემა ჰქონდა თუმცა გზის პროექტი უკვე დასრულების ბოლო ეტაპზეა.
Print