ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია მარტვილში ჭყონდიდობას დაესწრო
დღეს ჭყონდიდელობაა - დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე. მარტვილში ეს დღე ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღინიშნება. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში სადღესასწაულო წირვას დაესწრო და გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
"გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე მინდა მივულოცო ჩვენს მარტვილელებსა და სრულიად საქართველოს. ამ ქალაქში ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება ეს დღესასწაული. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ აღვნიშნეთ დღევანდელი დღე ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა მცირე ღონისძიება მაინც მიმდინარეობს", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.


ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, გრიგოლმა საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა. ტაძრის ეზოში მოეწყო ნახატებისა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა. 



Print