სარეკლამო მასალა
"მოწყვლადი ჯგუფების ხმა საარჩევნო დისკურსში" – "დეას" ახალი პროექტი (ვიდეო)
რა პრობლემები აქვთ ქალებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს? რა მიზანი აქვს ასოციაცია "დეას" ახალ პროექტს და რა გავლენა უნდა მოახდინოს მან საარჩევნო სუბიექტების პროგრამებზე? ნახეთ რადიო "ათინათის" გადაცემა, რომელიც მომზადებულია პროექტის - "მოწყვლადი ჯგუფების ხმა (წინა) საარჩევნო დისკურსში" ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ასოციაცია "დეა", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, ახორციელებს. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება.
გადაცემის სტუმრები: ასოციაცია "დეას" აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა, საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯანო ჭკადუა, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი წევრი წევრი ანა აბულაძე.
Print