სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: არ არსებობს ზუგდიდში არცერთი უბანი, სადაც არ მიმდინარეობს განახლების პროცესი
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთა გიორგი შენგელიასთან ერთად მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება.

"ვაგრძელებთ შეხვედრებს, ამჯერად მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ვხვდებით. არ არსებობს ზუგდიდში არცერთი უბანი, სადაც არ მიმდინარეობს განახლების პროცესი, საზოგადოება ამას ხედავს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები და საჭიროებები, რომლებზეც აზრებს ვცვლით, ვაცნობთ მოსახლეობას ჩვენს პროგრამას და ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიღებთ მხარდაჭერას. ის, რომ ზუგდიდის მოსახლეობა იმედიანად უყურებს მომავალს, ეს ჩვენ კიდევ უფრო გვიმყარებს იმის რწმენას, რომ ზუგდიდში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და მე, მისი მაჟორიტარობის კანდიდატი პირველივე ტურში გავიმარჯვებთ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


Print