სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერის მოადგილე - რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობა საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ იმ მოქალაქეებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და მხარდაჭერა
ზუგდიდს მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

საქველმოქმედო ორგანიზაცია "აფხაზეთი" რუხის ცენტრში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. საერთო ჯამში ცენტრი 100 ბენეფიციარს მოემსახურება. ბენეფიციარების შერჩევა კი სპეციალურად შემუშავებული საჭიროებათა კითხვარის საფუძველზე მოხდება. დასაქმდება 25-მდე ადამიანი, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.

მერის მოადგილის თქმით, ხანდაზმულ მოქალაქეებზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა აქვს და მადლობას იმსახურებს ყველა ის ორგანიზაცია, ვინც მუნიციპალიტეტს ამის მიღწევაში ეხმარება.

"რუხში საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთთან" ერთად მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრს ვაშენებთ. ცენტრის მშენებლობა საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ იმ მოქალაქეებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და მხარდაჭერა. ცენტრი აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც მოემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, აქ ყოველთვის შეუძლიათ დახმარების მიღება. ზოგადად ხანდაზმულ მოქალაქეებზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა აქვს და მადლობას იმსახურებს ყველა ის ორგანიზაცია, ვინც ამის მიღწევაში გვეხმარება", – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.
Print