სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ბევრი ღირსეული თაობების აღზრდას უსურვებს
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა. ირაკლი ჩიქოვანმა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლების განვითარების საქმეში პედაგოგების განუზომელ ღვაწლს გაუსვა ხაზი და დაუღალავი შრომისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

,,პედაგოგებს, ადამიანებს, რომელთა ღვაწლი განუზომელია მომავალი თაობების აღზრდის, განათლებისა და განვითარების საქმეში, ვულოცავ პროფესიულ დღეს. ბევრი ღირსეული თაობის აღზრდას ვუსურვებ!

ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი სწორედ განათლებაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ამ დიდ და საპასუხიმგებლო საქმეს ემსახურებიან, სათანადოდ უნდა დაფასდნენ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ახალი გამოწვევები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ სასწავლო პროცესს გაუჩინა, თუმცა ჩვენი ღირსეული პედაგოგების დიდი ძალისხმევით პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის!“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print