სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატმა და ფერმერებმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებზე, დარგის განვითარების ხელშეწყობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„წალენჯიხაში ფერმერებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა. სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა და ფერმერებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2013 წლიდან დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეებისათვის. წალენჯიხაში 48 ბენეფიციარი გვყავს, რომელთაც სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული აქვთ კენკროვანი კულტურები. სახელმწიფომ ფერმერებთან ერთად აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებები გაატარა, სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს სამეგრელოში თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალია, მკვეთრად გაზრდილია ექსპორტიც. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ქართველი ფერმერის გვერდით“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
Print