სარეკლამო მასალა
ახალგაზრდობის სააგენტომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების - "მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა" განხორციელება დაიწყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ა(ა)იპ „კავშირი მშვიდობისა და განვითარების აკადემიას“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, ამ რეფორმის ერთ-ერთ მიმართულებას - ,,მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა” - 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელს დამატებით დანერგავს 4 მუნიციპალიტეტში, მათ შორის - ჩხოროწყუში.წელს ჩხოროწყუში, სააგენტოს რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, დაიწყება ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს.

ტრენინგების მიზანია მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ გამოცდილება შეიძინონ ახალი უნარები და კომპეტენციები, რაც მათ ხელს შეუწყობს თავიანთი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი და APD დირექტორი მაკა სართანია პროექტის შესახებ ესაუბრნენ მუნიციპალიტეტის მერს დათო გოგუასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას დამატებით 4 უნიციპალიტეტში ახალგაზრდობის სააგენტო მშიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით ნერგავს - საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის „გააძლიერე ცვლილებისათვის - ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში.

,,თანამედროვე საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლება, სპეციფიკური უნარების განვითარება და ცოდნის შეძენა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფორმალური განათლების ცენზი. ქვეყანას ეფექტიანი ახალგაზრდული პოლიტიკის წარმოებისთვის სჭირდება პროფესიონალები, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდების საჭიროებებზე და სპეციფიკაზე იქნებიან ორიენტირებული და პროფესიული ცოდნა ექნებათ ამ სფეროში. ამ პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ასეთი სპეციალისტების მომზადება და ახალგაზრდობის პრობლემებისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობაა”,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს. ეს ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
Print