სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 (II კორპუსი) საჯარო სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია გაეცნენ.

პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სკოლა, რომელიც 90 ბავშვზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.

პროექტით გათვალისწინებულია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეების კეთილმოწყობა და რეკრეაციული ზონები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

მილენიუმის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში უკვე სრულად რებილიტირდა 5 საჯარო სკოლა და კიდევ ერთი სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

2013-2020 წლებში ზუგდიდის 51 საჯარო სკოლაში განხორციელდა 167 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი.

2017 წელს, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, 19 საჯარო სკოლაში რეაბილიტირდა სველი წერტილები. ამასთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ქალაქის N1, N12 და ჯიხაშკარის N2 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციაზე.
Print