სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სოფელ ნაფიჩხოვოდან ჭოღის მიმართულებით, ხანწკის უბანში დაიწყო ოთხკილომეტრიანი საავტომოლო გზის რეაბილიტაცია.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.

დათო გოგუას თქმით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტური სამუშაოები პანდემიის პირობებშიც არ შეჩერებულა.

„გზების სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებშიც არ გაჩერებულა. ხანწკის უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და როგორც მთავრი გზატკეცილების, ისე შიდა სასოფლო გზების მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის რაიონების ერთმანეთთან ადვილად დაკავშირებადობას და ხელს შეუწყობს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
სამუშაოები რეგ.ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 860 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებში 12 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
Print