სარეკლამო მასალა
მალხაზ ჯალაღონია ორულუში, ცაიშში, ურთასა და ჭითაწყარში ადგილობრივებს შეხვდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის, მათ შორის ორულუს, ცაიშის, ურთისა და ჭითაწყარის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, ადგილობრივებს მძიმე სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური კრიზისი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაზრდილი კრიმინალი აწუხებთ.


"ყველანი ვიაზრებთ, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე, ზემოხსენებული პრობლემები არ გადაიჭრება. ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი. ვისაუბრეთ პრობლემებსა და არსებულ გამოწვევებზე", - აღნიშნა მალხაზ ჯალაღონიამ. 

მანამდე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები ინგირსა და შამგონაში გამართა. 


Print