სარეკლამო მასალა
ენმ-ის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ყულიშკარის, ჯიხაშკარის, კორცხელის, ოდიშისა და ჭაქვინჯის მოსახლეობას შეხვდა
დღეს, 9 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ყულიშკარის, ჯიხაშკარის, კორცხელის, ოდიშის და ჭაქვინჯის მოსახლეობას შეხვდა. მალხაზ ჯალაღონია ადგილობრივებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა, საარჩევნო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას რეალურად ეს არ მუშაობს და პირიქით ხალხი ელოდება ცვლილებებს 31 ოქტომბერს. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა, ის მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს და მათი პრობლემების მოსმენას.
Print