სარეკლამო მასალა
ზუგდიდში ომის ვეტერანებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდა. უფასო კონსულტაციებში კლინიკა ,,ვივა მედის“ სხვადასხვა პროფილის ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ კარდიოლოგის, ნევროლოგის გინეკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგისა და ტრავმატოლოგის მომსახურებით.

უფასო გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდათ.

ვეტერანების სამხედრო საქმეთა სახელმწიფო სამსახური მსგავს აქციებს პერიოდულად ახორციელებს.
Print