სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო. სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა. საბავშვო ბაღები სწავლის დაწყებას განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ.

"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა და პატარა აღსაზრდელების განვითარებისთვის ზრუნვაა, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ. გავხსენით ახალი ჯგუფები, გავზარდეთ თანამშრომელთა ხელფასები, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საბავშვო ბაღებს, ავაშენეთ 7 თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი. მომავლისთვის უფრო დიდი გეგმები გვაქვს", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

სააღმზრდელო დაწესებულებებში რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
Print