სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - მერაბ კოსტავას სახელი ასოცირდება სამშობლოს უანგარო სიყვარულთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავ ბრძოლასთან
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან დღეს 31 წელი გავიდა.

,,მერაბ კოსტავას სახელი ასოცირდება სამშობლოს უანგარო სიყვარულთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავ ბრძოლასთან. ის ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის მისაბაძია თავისი განვლილი ცხოვრებითა და ღვაწლით.

მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს წინაშე განუსაზღვრელია, ისინი არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი ქვეყნისთვის, მისი მომავლისა და თავისუფლებისთვის!“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print