სარეკლამო მასალა
ენმ-ის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია და ბაჩანა შენგელია ტელმანის მოსახლეობას შეხვდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია და მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დღეს სოფელ ტელმანის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს. სოფლის მოსახლეები აგრეთვე დაბინძურებული სასმელი წყლის გამო ჩივიან. მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სოფლის წყალსაცავის გაწმენდის მოთხოვნით, თუმცა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ხელისუფლება მათ მხოლოდ საარჩევნოდ ხვდება და ყველა დაპირება უშედეგოა.

ადგილობრივებმა ასევე მთავარ პრობლემად წინა საარჩევნოდ ზეწოლის ფაქტები გამოკვეთეს.

"ბიძინა ივანიშვილი ისევ აგრძელებს იმას რასაც აკეთებდა ამ 8 წლის განმავლობაში. მასწავლებლების დაშინებას და არა მარტო მასწავლებლების. ვისაც ვერ დააშინებენ, მათ სამსახურიდან ხსნიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალბატონი დოდო საავადმყოფოში იმყოფება. მე მას ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. მაგრამ ყველამ იცოდეს რომ ისინი ამას სამუდამოდ ვერ გააგრძელებენ და ეს 31 ოქტომბერს დასრულდება!" - განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

მოსახლეობას მიმართა ბაჩანა შენგელიამაც.

"თუკი ამ წინასაარჩევნოდ იქნება ზეწოლა თუ მოთხოვნა მათ მიმართ, რომ შეასრულონ პარტიული დავალება, მე მათ მოვუწოდებ, რომ გაასაჯაროვონ ნებისმიერი ასეთი ფაქტი და ჩაგვაყენონ საქმის კურსში", - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.
Print