სარეკლამო მასალა
მალხაზ ჯალაღონია: თითოეული ძველი აბასთუმნელის ცხოვრების დონე აუცილებლად შეიცვლება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბასთუმანში იმყოფებოდა.

მალხაზ ჯალაღონიასთან ერთად ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მოსახლეობა თანხმდება იმაზე, რომ ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის. "ქართული ოცნების" რვა წლიანი მმართველობის განმავლობაში, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არსებული პრობლემები მოეგვარებინათ, მაგრამ არაერთი დაპირების მიუხედავად, ძველი აბასთუმანი დღესაც რამდენიმე პრობლემის წინაშე დგას. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურა და განათება. გარდა ამისა, გადაუჭრელი საკითხია სიღარიბე და პანდემიისგან მიყენებული ზარალი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰპირდება თითოეულ ძველ აბასთუმნელს, რომ მათი ცხოვრების დონე, აუცილებლად შეიცვლება. ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდება გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რიცხვი, გაიზრდება საარსებო მინიმუმი, პენსია 400 ლარამდე გაიზრდება. ასევე თითოეულ სოფელს ექნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ამბულატორია", - აღნიშნა კანდიდატმა.

მალხაზ ჯალაღონიამ მოუწოდა ძველ აბასთუმანში მცხოვრებ ადამიანებს, რომ 31 ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

"ეს არის გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მომავლისთვის, დაბალი აქტიურობა არჩევნებზე აწყობს დღევანდელ ხელისუფლებას, ამისთვის თითოეული მოქალაქე აუცილებელია გამოცხადდეს არჩევნებზე, რადგანაც მაღალი აქტიურობა არის ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა", - თქვა მალხაზ ჯალაღონიამ.
Print