სარეკლამო მასალა
მალხაზ ჯალაღონია ნარაზენის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში იმყოფებოდა და სიმინდის მოსავლის აღებასაც დაესწრო.

მალხაზ ჯალაღონიასთან ერთად მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აზიური ფაროსანაა. მათი თქმით, ფაროსანამ მათი მოსავლის ნაწილი გაანადგურა და ისინი ძველებურად ვეღარ ახერხებენ ისეთი კულტურების მოყვანას, როგორიცაა სიმინდი, თხილი, ხეხილი და სხვა. ნარაზენელები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროული ნაბიჯები არ გადადგა ფაროსანას შესამცირებლად და შეწამლვითი სამუშაოები დროულად არ განახორციელა. გარდა ამისა, სოფლის მაცხოვრებლებმა პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ისინი ამბობენ, რომ ვირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ხელი შეუშალათ ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან დროულად ვერ მოახდინეს მოყვანილი პროდუქტის რეალიზაცია. მათ კანდიდატს თხოვეს, რომ მაჟორიტარად არჩევის შემდეგ მათ ამ საკითხების მოგვარებაში დაეხმაროს. ნარაზენის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების დროა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჰპირდება თითოეულ ნარაზენელს, რომ მათი ცხოვრების დონე  აუცილებლად გაუმჯობესდება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდება  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რიცხვი, გაიზრდება საარსებო მინიმუმი და პენსია 400 ლარამდე. ასევე, თითოეულ სოფელს ექნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ამბულატორია", - აღნიშნა კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონია.

მან მოუწოდა ნარაზენში მცხოვრებ ადამიანებს, რომ 31 ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

"31 ოქტომბერი, არის ცვლილების ის დღე, როდესაც ჩვენ დავემშვიდობებით "ქართულ ოცნებას" მშვიდობიანი გზით და დავიწყებთ საქართველოს აღმშენებლობას სოფლის მეურნეობით, რადგან სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, ის, რაც გადაარჩენს საქართველოს მომავალს და ხელს შეუწყობს გლეხს მუდმივი განვითარებისკენ. ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველოს მომავალი", - თქვა მალხაზ ჯალაღონიამ.




Print