სარეკლამო მასალა
როლანდ ფიფია: სქური, ლუგელა, ლებარდე გახდება საერთაშორისო სამედიცინო ტურისტული ცენტრები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ფიფია, აქტივისტები და ახალგაზრდული ფრთის წევრები აგრძელებენ მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. ქალაქ ჯვარში აღნიშნული შეხვედრები ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე პროექტ "კარდაკარი"-ს ფარგლებში ხორციელდება. როლანდ ფიფიას განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა ამ პროექტების მთავარი მონაწილე იქნება.

• სქური, ლუგელა, ლებარდე გახდება საერთაშორისო სამედიცინო ტურისტული ცენტრები;
• გახორცლედება ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციის პროექტები;
• დასრულდება გაზიფიცირების პროექტები;
• გადაწყდება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები;
• დასრულდება გზების სამშენებლო სამუშაოები;
• მოხდება სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულეების სრული რეაბილიტაცია და ადაპტაცია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად;
• ყველა დასახლებულ პუნქტში მოეწყობა ახალგაზრდული „მომავლის სახლები“, სადაც დაიგეგმება კონკრეტული პროექტები და განხორციელდება მათი რეალიზაციის მენეჯმენტი;
• ყველა ოჯახს ექნება წვდომა ინტერნეტთან;
• მოწესრიგდება მუნიციპალური ტრანსპორტისა და საქალაქთაშორისო მიმოსვლის საკითხები;
• მომავალი წლიდან წალენჯიხელი და ჩხოროწყუელი მოზარდებისთვის საბავშვო საფეხბურთო სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას, აბაშაში კი დაგეგმილია ხელოვნების სკოლის მშენებლობა მარტვილელი და აბაშელი შემომქმედი ახალგაზრდებისთვის;
• სრულად იქნება გამოყენებული აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის ტურისტული პოტენციალი, რისთვისაც მოსახლეობაზე მიზნობრივი გრანტები გაიცემა;
• განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას,შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მათი ეფექტური გამოყენების მიზნით;
• დაგეგმილია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება, ხიდების მშენებლობა და გამაგრებითი სამუშაოები;
• ინტენსიურად გაიმართება სხვადასხვა სახის ადგილობრივი, რეგიონალური, სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული და სახელოვნებო ფესტივალები;

ჯვარში ამომრჩევლებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ფიფიას საინფორმაციო-სააგიტაციო ბუკლეტები დაურიგდათ.
Print