სარეკლამო მასალა
როლანდ ფიფია: ჯამური ინვესტიცია 40 000 000 ლარი იქნება, დასაქმდება – 2 050 ადამიანი
"ვაგრძელებთ ხალხთან შეხვედრებს და ამჯერად მოსახლეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის აგრარულ ბაზარში შევხვდით. მიუხედავად ეკონომიური სიტუაციისა, ხალხში საოცარი მუხტი და ცვლილებების დიდი მოლოდინია", - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ფიფია.

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში
სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები:

1) ოთხი წლის განმავლობაში მოხდება არსებული ბაღების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა (წვეთოვანი, მულჩირება) და 2,000 ჰექტრამდე ინტენსიური ბაღების გაშენება
მრავალწლიანი კულტურები, რომლებზეც გაკეთდება აქცენტი:
მოცვი, კივი, ხურმა, თხილი, დაფნა
ჯამური ინვესტიცია 40,000,000 ლარი. დასაქმდება – 2,050 ადამიანი

2) ხილის სამაცივრო/გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა
მუნიციპალიტეტის მიხედვით მინიმუმ 4 სამაცივრო მეურნეობა (ნედლი ხილის დაფასოება და შენახვა) და გადამამუშავებელი სიმძლავრეებით (საშრობი და შოკური გაყინვა).
ჯამური ინვესტიცია 12,000,000 ლარი. დასაქმდება 200 ადამიანი

3) თანამედროვე ტიპის 5 თევზის მეურნეობა რომელიც ორიენტირებული იქნება ბიო კალმახის წარმოებაზე
ჯამური ინვესტიცია 20,000,000 ლარი. დასაქმდება 200 ადამიანი. ჯამური წარმადობა 2000 ტონა წელიწადში.

4) თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 მეფრინველეობის კომპლექსი თითოეული 400,000 ფრთაზე წელიწადში (ჯამური წარმადობა 1000 ტონა პროდუქცია). ჯამური ინვესტიცია 7,000,000 ლარი. დასაქმდება 100 ადამიანი.

5) თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თაფლის გადამამუშავებელი და დამაფასოვებელი საწარმო, რომელიც მოემსახურება რამოდენიმე მუნიციპალიტეტის მეფუტკრეებს. ჯამური ინვესტიცია 3,000,000 ლარი. დასაქმდება 30 ადამიანია",- აცხადებს როლანდ ფიფია.
Print