სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - დადიანების სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება დადიანების სასახლეთა კომპლექსს მიენიჭოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჩიქოვანი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციისთვის. ეს განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა მისი წარდგენის დროს დადიანების სასახლეთა ეზოში გააკეთა.

"ჩვენ არა მხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს კულტურულ სიძლიერეზე, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ზუსტად აქ, ამ ქალაქში და ამ ადგილას არის  ერთ-ერთი ის ევროპული ფესვი, საიდანაც აღმოცენდება ევროპული მომავალი, ზუსტად აქ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ  ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი სტუმრები, ევროპელები შეძლებენ დაინახონ ჩვენთან კავშირი და ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს უდიდესი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე არის ის სასახლეთა კომპლექსი, რომელიც არის აქ, ეს კომპლექსი ახლაც უნიკალურია ამიერკავკასიაში. ამ სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარა ფონდმა "ქართუმ". ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფონდ "ქართუს" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ჩვენ გამოწვევად გვრჩება ბატონო პრემიერო, ბატონო კახი, ბატონო არჩილ, რეაბილიტაცია, რომელიც უნდა ჩაუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს თქვენი თანხმობით, თქვენი თანამონაწილეობით. ჩვენ ამასაც გავაკეთებთ და შევძლებთ ჩვენი ნანატრი ოცნების ასრულებას და ამ სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. ეს განაცხადი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეს სავსებით შესაძლებელია", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლის დროს.
Print