სარეკლამო მასალა
მალხაზ ჯალაღონია: "ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია და უკონტროლოა"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში მოსახლეობას შეხვდა. მალხაზ ჯალაღონიასთან ერთად მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაზრდილი კრიმინალია. როგორც ისინი ამბობენ, დღევანდელი საქართველო, ბოლო შემთხვევებიდან გამომდინარე, 90-იან წლებს ემსგავსება, რაც მალე უნდა დასრულდეს, რათა ხალხმა ყოველგვარი შიშის გარეშე შეძლოს ცხოვრება და გადაადგილება. ასევე აღნიშნეს, რომ ფაროსანამ მათი მოსავლის ნაწილი გაანადგურა და ისინი ძველებურად ვეღარ ახერხებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას. მათი აზრით ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების დროა. მან ასევე მოუწოდა ტყაიაში მცხოვრებ ადამიანებს, რომ 31 ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. "31 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავანახოთ მთელ საქართველოს, რომ ზუგდიდი მხარს უჭერს საქართველოს ახალ მომავალს და სასიკეთო ცვლილებებს. ჩვენ გვახსოვს არც ისე შორი 90-იანი წლები, თუ რა ხდებოდა ზუგდიდში. ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია და უკონტროლოა, დღევანდელ ხელისუფლებას ძალა არ შესწევს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ყოველივე ამას, აგრეთვე ის იყენებს კრიმინალს, რათა საქართველოს მომავალი წაართვას და გაანადგუროს. წინა წლებიდან გამომდინარე ნათელია, თუ რას ემსახურება კრიმინალის გამოღვიძება წინა საარჩევნო პერიოდში. ნათელია, რომ ზუგდიდი იმსახურებს უკეთეს მომავალს, რისი გარანტიც არის გაერთიანებული ოპოზიცია. მე ვიქნები თითოეული ზუგდიდელის ხმა პარლამენტში, მზად ვარ, რომ ვემსახურო ხალხს და მათ კეთილ მომავალს", - თქვა მალხაზ ჯალაღონიამ.
Print