სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდიატმა პარტიის პროგრამა და საკუთარი გეგმები წარადგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია.

,,დღეს შეხვედრა გვქონდა საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენლებთან. ეს არის საზოგადოება, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ ღვაწლმოსილ ზუგდიდელს, რომლებსაც ბევრი აქვთ გაკეთებული ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ჩვენი სახელმწიფოსთვის. ასევე, მათ კარგად იციან ის გამოწვევები, რომლების დღეს ჩვენი საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, გვქონდა საუბარი გეგმებზე, რომლებიც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს შემდეგი 4 წლის განმავლობაში, გავაცანი ჩემი როგორც ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გეგმები ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მიმართებით. საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრების მხრიდან წამოიჭრა რამდენიმე საკითხი, რომლებზეც გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები, მათ მოისმინეს ჩემი კონკრეტული პოზიციები და ასევე პარტიის ხედვა, თუ როგორ ვაპირებთ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას. მათგან მივიღე მხარდაჭერის პირობა, რომელიც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა, - ასეთი ადამიანების გვერდში დგომა ჩემთვის უაღრესად დასაფასებელია“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print